1. პროექტის
სახელწოდება: „ძველი
სამყაროს კულტურა“
2. პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები გადაწყვეტენ,
რომელ ისტორიულ ეპოქაში, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებენ, მოიძიებენ დამატებით
ინფორმაციას, ფოტომასალას, შეასრულებენ ნახატებს , შექმნიან სტენდს და გააკეთებენ
პრეზენტაციას.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ქვეყნების
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, გაუჩნდებათ დამატებითი ინფორმაციის მოძიების სურვილი.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეები
შეძლებენ:
·
გამოავლინონ
ცოდნა ძველი სამყაროს ხელოვნების შესახებ, მოიძიონ ინფორმაცია და გამოიყენონ,
იმსჯელონ და გააკეთონ პრეზენტაციები.
·
მიიღონ
მონაწილეობა ჯგუფურ აქტივობაში, ისაუბრონ დამაჯერებლად, არგუმენტირებულად
აუდიტორიის წინაშე, მოუსმინონ მასწავლებელს, თანაკლასელებს, გაითვალისწინონ
მოსაზრებები, დასვან შეკითხვები და გაუზიარონ მეგობრებს თავისი მოსაზრებები
პრეზენტაციის დროს.
·
საჭირო
ინფორმაციის მოძიებას, ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციებს შორის მიზეზ და
შედეგობრივი კავშირების დამყარებას,
·
მასწავლებლის
დახმარებით შეადგენენ პეზენტაციას, გამოიყენებენ ტექნიკურ საშუალებებს.
·
შეძლებენ საკუთარი
ფანტაზიით ნახატების შექმნას.
5. მონაწილეთა ასაკი:
დაწყებითი, V კლ
6. ვადები/ხანგრძლივობა:
3- კვირა
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
·
პრეზენტაცია
·
ნახატები
8. პროექტისათვის
საჭირო რესურსები:
·
სახელმძღვანელო.
·
ფორმატი.
·
ფლომასტერები.
·
მარკერები
·
თაბახის ფურცლები
·
მაკრატელი,
წებო,
·
მოძიებული ინფორმაცია
·
შესაბამისი ფოტოები ან ქსეროასლები.
9. პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.
მოსწავლეები გაიმეორებენ
სასკოლო მასალას ძვ.სამყაროს ხელოვნების შესახებ, გამოთქვავენ მოსაზრებებს.
აქტივობა 2.
მოსწავლეები დაჯგუფდებიან სამ
მიმართულებად, აირჩევენ რომელ ისტორიულ ეპოქაში, ქვეყანაში იმოგზაურებენ:
·
საბერძნეთი
·
ჩინეთი
·
ეგვიპტე
აქვე გაეცნობიან შეფასების რუბრიკებს პრეზენტაციის
შესამოწმებლად, აწარმოებენ დღიურებსაც, სადაც შეიტანენ სამუშაო დღის რეფლექსიას.
აქტივობა 3.
მოსწავლეები მუშაობის
პროცესში თანამშრომლობენ, ინაწილებენ ფუნქციებს, ერთად გადაწყვეტენ, ჯგუფის რომელი წევრი შექმნის ნახატს, რომელი
იმუშავებს ტექსტზე, რომელი გააფორმებს, რომელი იმუშავებს პრეზენტაციის შექმნაზე.
მასწავლებელი
მოსწავლეებს ადევნებს თვალყურს, საჭირო შემთხვევაში ეხმარება მათ, აკეთებს
ჩანაწერებს მოსწვლეთა მონიტორინგის მიზნით.
აქტივობა 4.
მოსწავლეები მოძიებულ მასალას წარუდგენენ მოსწავლეებსა და პედაგოგს.
აქტივობა 5.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად გააკეთებენ დასკვნებს.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ს.გ.V4 ირჩევს გამომსახველობით ხერხებს და მასალას
ნამუშევარსი ჩანაფიქრის უკეთ გადმისაცემად.
ს.გ. V5 კონკრეტული ამოცანის
გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას.
ს.გ. V6 თანამშრომლობს
სხვებთან საერთო პრობლემის გადასაჭრელად.
ს.გ. V7 საუბრობს საკუთარ და/ ან
სხვის ნამუშევრებზე და ასაბუთებს, რატომ მოსწონს ან არ მოსწონს რომელიმე მათგანი.
ს.გ. V10 საუბრობს ცნობილი
არქიტექტურული ძეგლების ფუნქციურ დანიშნულებაზე.
11. პროექტის
ხელმძღვანელი: ნელი
გოგოლაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
neligogoladze2@gmail.com
13. პროექტის
ვებგვერდი/ბლოგი: ნელი გოგოლაძე
No comments:
Post a Comment